ოქროს კვეთა
1.პროექტი-„ოქროს კვეთა“
2.ავტორი - მათემატიკის მასწავლებელი დიანა დეკანოიძე
3. პროექტის მთავარი იდეა:
ოქროს კვეთის როლი და მისი აღმოჩენა სხვადასხვა სფეროში.
4. პროექტის აქტუალობა: პროექტი ჩატარდება თემისადმი ინტერესის გაღვიძების მიზნით, დაეხმარება მოსწავლეებს მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერებაში. რადგან ოქროს კვეთა გამოიყენება მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ლიტერატურაში, მუსიკაში, არქიტექტურაში, ბუნებაში და სხვა.ოქროს კვეთის უნიკალობა განაპირობებს მის აქტუალობას. იოჰან კეპლერი ამბობდა, რომ გეომეტრიას გააჩნია ორი განძი:
1- პიფაგორას თეორემა–სადარია ოქროსთან,
2–მონაკვეთის დაყოფა საშუალო და უკიდურესი ფარდობით–სადარია ძვირფას თვალთან.

5. პროექტის მიზნები:
1. ოქროს კვეთის არსის გაცნობა,მისი გამოვლენა მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგში;
2. მათემატიკის, როგორც ზოგადსაკაცობრიო კულტურის შემადგენელი ნაწილის გაცნობიერება;
3.. ინფორმაციის მოძიებისა და დიფერენცირების უნარის განვითარება;
4.ისტ-ის გამოყენების უნარის განვითარება;
5.ცოდნის ტრანსფერირების უნარის განვითარება;
6. შემოქმედებითი უნარის განვითარება;
7.კვლევის უნარის განვითარება;
8. თანამშრომლობითი უნარის განვითარება.
შედეგები:
მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ოქროს კვეთის შესახებ, გაეცნობიან ოქროს კვეთის არსს, შემდეგ კი შეაგროვებენ ინფორმაციასა და მასალებს ოქროს კვეთის გამოყენებაზე მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებში: ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ისტორიაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში. მოსწავლეები გაიმდიდრებენ ცოდნას, დაამყარებენ კავშირს მეცნიერების სხვადასხვა დარგს შორის, დაინახავენ სილამაზესა და ჰარმონიას რიცხვებსა და გეომეტრიული ფიგურების მიღმა, დარწმუნდებიან, რომ სამყაროში ყველაფერი წესებსა და კანონებს ემორჩილება. სხვა მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ მათი თანატოლების მოძიებულ მასალებს, გაიმდიდრონ ცოდნა ითანამშრომლონ და კორექტულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ.

მოსწავლეთა ჯგუფები მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
პროექტი განკუთვნილია VIII კლასის მოსწავლეებისათვის.
8.ვადები/ხანგრძლივობა:
სამი კვირა.
No comments:
Post a Comment